logo
ENG



"ავთენტური თუ არაავთენტური, რა მნიშვნელობა აქვს" - კობახიძე სუს-ის ფაილებზე

15 სექ 202123:49
3 წუთის საკითხავი
 
"ავთენტური თუ არაავთენტური, რა მნიშვნელობა აქვს" - კობახიძე სუს-ის ფაილებზე

"ავთენტური თუ არაავთენტური, რა მნიშვნელობა აქვს" - ასე მოიხსენიებს ირაკლი კობახიძე "იმედთან" ინტერვიუში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ფაილებს.

მან გიორგი გახარიას განცხადება შეაფასა, რომელმაც, თავის მხრივ, ფორმულას ეთერში თქვა, რომ პრემიერობის დროს მოსმენების ამ მასშტაბზე არაფერი იცოდა. 

"ერთი მხრივ, საუბარია იმ ავთენტურ თუ არაავთენტურ, რა მნიშვნელობა აქვს, ჩანაწერებზე, რომელიც უკავშირდება 2019-2021 წლის პერიოდს, როცა ის იყო პრემიერმინისტრი, როცა ეს სფერო ჩაბარებული ჰქონდა მისი გუნდის ორ წევრს - ასეთ დროს როცა ისრები სხვაგან გადაგაქვს, ეს ცალკე კომიკური მოვლენაა." - თქვა კობახიძემ. 

***

13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსაც. 

ფაილებში არის ინფორმაცია მათ პირად ცხოვრებაზე, პირად კონტაქტებსა და ურთიერთობებზე. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.


close დახურვა